ნიუ იორკში გამბინოს კლანის ბოსი ფრენკ კალი მოკლეს – მას ესროლეს და პიკაპით გადაუარეს

ნიუ იორკში გამბინოს კლანის ბოსი ფრენკ კალი მოკლეს - მას ესროლეს და პიკაპით გადაუარესნიუ-იორკში, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის მე­თა­უ­რი მოკ­ლეს. “გამ­ბი­ნოს ოჯა­ხის” მე­თა­ურს ფრენკ კა­ლის ნიუ იორკში, სტე­ი­ტენ აი­ლენდში სა­კუ­თარ სახ­ლთან ეს­რო­ლეს, რის შემ­დე­გაც თავ­დამ­სხმელ­მა მოკ­ლუ­ლის ცხე­დარს პი­კა­პით გა­და­უ­ა­რა და მი­ი­მა­ლა.

The New York Post-ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ “გამ­ბი­ნოს კლა­ნის” წევ­რე­ბი და­კი­თხა, რათა კა­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მეტი ცნო­ბე­ბი მო­აგ­რო­ვოს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ასე­თი გავ­ლე­ნის მქო­ნე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მკვლე­ლო­ბა, ბო­ლოს 34 წლის წინ მოხ­და.

“გამ­ბი­ნოს ოჯა­ხი” იტა­ლი­ურ-ამე­რი­კუ­ლი მსხვი­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის იმ ხუ­თე­ულ­შია, რომე­ლიც ნიუ-იორ­კის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს აკონ­ტრო­ლებს. კლა­ნი­ 2 500 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. ისი­ნი ნიუ-იორკში ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს აკონ­ტრო­ლე­ბენ, მათ შო­რის იყო: ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გავ­რცე­ლე­ბა, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი და ძა­ლა­დო­ბა. მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის მე­თა­უ­რი ფრენკ კალი, ცნო­ბი­ლი რო­გორც – “ფრენ­კი ბოი” გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლოვ­ნე­ბის თქმით, კალი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ჰე­რო­ი­ნი­თა და ოქ­სი­ტო­ცი­ნით ვაჭ­რო­ბა­ში, თუმ­ცა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი ცოლ-შვილ­მა სახ­ლთან ახ­ლოს იპო­ვა და სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა თუმ­ცა, 53 წლის მა­ფი­ო­ზი უკვე მკვდა­რი იყო. ად­გი­ლი, სა­დაც კლა­ნის მე­თა­უ­რი ცხოვ­რობ­და, პრეს­ტი­ჟუ­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც იქ “ნათ­ლი­მა­მას” ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტი გა­და­ი­ღეს. იმ რა­ი­ონ­ში იყო სახ­ლი, რო­მელ­შიც კორ­ლე­ო­ნეს ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მკვლე­ლო­ბა, მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, “უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის” გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

წლე­ბის წინ 1985 წელს, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, რეს­ტო­რან “სპარკს­ში”, გამ­ბი­ნოს ოჯა­ხის წევ­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი პოლ კას­ტე­ლა­ნო მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა მის­მა მარ­ჯვე­ნა ხელ­მა, ჯონ გო­ტიმ შე­უკ­ვე­თა. ორი კვი­რის შემ­დეგ, გოტი გამ­ბი­ნოს ოჯა­ხის მე­თა­უ­რი გახ­და. 1992 წელს ის და­ა­კა­ვეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ის ცი­ხე­ში ყე­ლის კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა.

The New York Post 2015 წელს წერ­და, რომ ფრანკ კალი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გამ­ბი­ნოს კლანს მე­თა­უ­რობ­და. მან 68 წლის დო­მე­ნი­კო ჩე­ფა­ლი შეც­ვა­ლა, რო­მელ­მაც საქ­მე­ში მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო. ამ ხნის მან­ძილ­ზე კალი გამ­ბი­ნოს ოჯა­ხის “გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლად” მი­იჩ­ნე­ო­და, ის აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და კლან­ში იტა­ლი­ი­დან ახა­ლი ემიგ­რან­ტი განგსტე­რე­ბის მო­ზიდ­ვას.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი წყა­რო ამ­ბობს, რომ კალი ნამ­დვი­ლი “მშვი­დი ბოსი” იყო – ის არ­ცერთ საქ­მე­ზე არას­დროს არა­ვის უნა­ხავს…”

წარ­სულ­ში “ფრენ­კი ბოი” მხო­ლოდ ერთხელ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. 2008 წელს, რე­კე­ტის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს 62 ადა­მი­ან­თან ერ­თად. კა­ლიმ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და ცი­ხე­ში 16 თვე გა­ა­ტა­რა…

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნი­ბით, კა­ლის მკვლე­ლო­ბა მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის შიდა გარ­ჩე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, დაჯ­გუ­ფე­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რიც და­ა­კა­ვონ…

“გამ­ბი­ნოს ოჯახს” გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის­ 20-იან წლებ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა განგსტ­ერმა­ კარ­ლო გამ­ბი­ნომ. კარ­ლო მა­ფი­ოზ­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი იყო კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში. 19 წლის ასაკ­ში ის “ოჯა­ხის” სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რად ით­ვლე­ბო­და. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ 19 წლის ასა­კის ბიჭი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის წევ­რი გამ­ხდა­რი­ყო, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. გამ­ბი­ნო ნიუ-იორკში და­სახ­ლდა.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მშვი­დი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ის ლუ­ჩი­ა­ნოს მა­ფი­ო­ზუ­რი ოჯა­ხის მმარ­თვე­ლის ალ­ბერტ ანას­ტა­სი­ას მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რის შემ­დე­გაც ის თა­ვად გახ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა. გამ­ბი­ნოს რე­პუ­ტა­ცია თან­და­თან უფრო იზ­რდე­ბო­და, ამი­ტომ ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს ლუ­ჩი­ა­ნოს ოჯა­ხის­თვის გამ­ბი­ნოს ოჯა­ხი და­ერ­ქვათ. ის მა­ფი­ო­ზურ კლანს 22 წელი მარ­თავ­და.

“გამ­ბი­ნო შხა­მი­ან გველს ჰგავ­და, სა­ნამ საფრ­თხეს ხე­დავ­და, ჩუ­მად იყო, თავს მო­იმ­კვდა­რუ­ნებ­და, როცა საფრ­თხე გა­და­ივ­ლი­და, მა­შინ გა­მოჩ­ნდე­ბო­და” – იხ­სე­ნებ­და მას­ზე ნიუ-იორ­კე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

ამბები