„ოცნებამ“ მარნეულში ნაციონალების კაცი წარადგინა?

„ოცნებამ“ მარნეულში ნაციონალების კაცი წარადგინა?საკრებულოს დეპუტატი  ალეკო ელისაშვილი მარნეულში „ქართული ოცნების კანდიდატის“ ზაურ დარგალის ფოტოს აქვეყნებს, სადაც 5-ნომრიანი მაისური აცვია.

„ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატად წარადგინა ზაურ დარგალი. დიდი ღვაწლმოსილი კაცია ჩვენი ზაურიო ბრძანა მეორედ მოსულა ღარიბაშვილმა. ჰოდა, აგერ კი ხედავთ ამ ფოტოზე როგორ და სად იღვწოდა ზაური. ადრე ცუდ საქმეებს რომ აკეთებდა და ეხლა კეთილი გახდა – ს გაგრძელებაა ალბათ“, – წერს ელისაშვილი.