პანიკა მსოფლიოს ავიაციაში – ჩინეთმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა

ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა, ვინაიდან მსგავსი მოდელის ლაინერმა გუშინ ავიაკატასტროფა განიცადა.

შეგახსენებთ, ეთიოპიიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა. ლაინერი ადის აბებადან ნაირობიში მიფრინავდა. ბოლო ხუთი თვის მანძილზე ეს ბოინგ 737-ის რიგით მეორე კატასტროფა იყო.

ჩინეთის საავიაციო რეგულირების სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი ავიახაზებს შეატყობინებენ მათი გადაწყვეტილების შესახებ და აცნობებენ, როდესაც იგივე ბოინგით რეისების განხორცილების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ “ბოინგ 737 მაქს-8” მოდელი კომერციულ ფრენებს მხოლოდ 2017 წლიდან ასრულებს და იგი ახალია საავიაციო სფეროში.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019