ფრენკ კალის მკვლელობისთვის 24 წლის ენტონი კომელო დააკავეს

ფრენკ კალის მკვლელობისთვის 24 წლის ენტონი კომელო დააკავესრამდენიმე საათის წინ ნიუ იორკის პოლიციამ გამბინოს კლანის ბოსის, ფრენკი კალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა.

დაკავებულია 24 წლის ენტონი კომელო.

“გამოძიება დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, – ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს შემთხვევითი მკვლელობა იყო”.

პოლიცია ცდილობს, გაარკვიოს ეჭვმიტანილის მოტივი და აგრეთვე ის, იყო თუ არა ეს შეკვეთილი მკვლელობა.

“ჩვენ კარგად ვიცით ფრენკი კალის წარსული. ამიტომ გამოძიების მიზანი იქნება ოთხშაბათს მომხდარი მკვლელობის მოტივის გარკვევა” – თქვა ნიუ იორკის პოლიცისს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კომელოს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვს. მათგან ერთ-ერთი სტეიტენ აილენდშია, სადაც მკვლელობა მოხდა.