პოლონეთში ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს – მოკლულია 1, დაჭრილია 1, დაკავებულია 2 ქართველი

პოლონეთში ქართველებმა ერთმანეთი დახოცეს - მოკლულია 1, დაჭრილია 1, დაკავებულია 2 ქართველისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებისა და დაჭრის ფაქტს ადასტურებს.

როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, დაჭრილია ასევე საქართველოს ერთი მოქალაქე. ინციდენტი კი 24 მარტს, გლიშნოს ტერიტორიაზე მოხდა.

“ქ. ბიტოვის პოვიატის პოლიციის კომენდატურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 2019 წლის 24 მარტს (გლიშნოს ტერიტორიაზე) მომხდარი დაპირისპირების (ჩხუბი) დროს სხეულზე მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და დაჭრილი იქნა ერთი საქართველოს მოქალაქე. აქვე გაცნობებთ, რომ ჩხუბში მონაწილეობისთვის დაკავებულია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ქ. ბიტოვის პოვიატის პოლიციის კომენდატურა”- აცხადებენ უწყებაში.

ნიუპოსტი