რა ხდება დღეს ჰაერში?! – თურქიშ ეირლაინზის თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა – 30 მგზავრი დაშავდა

რა ხდება დღეს ჰაერში?! - თურქიშ ეირლაინზის თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - 30 მგზავრი დაშავდაავიაკომპანია „Turkish Airlines“ თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდა. ოფიციალური ცნობით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

სამგზავრო ლაინერი, რომელიც რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა, ჯონ კენედის აეროპორტში მშვიდობიანად დაფრინდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მგზავრების უმრავლესობას დაჟეჟილობა, მსუბუქი მოტეხილობები და ჭრილობები ჰქონდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ცნობით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მაშინ მოყვა როდესაც ის ნიუ-იორკს უახლოვდებოდა.

ამ კვირის ბოლო საჰაერო ინციდენტების სიხშირით გამოირჩა. ავიაკატასტროფა მოხდა კოლუმბიაში, სადაც 14 მგზავრი დაიღუპა და ეთიოპიაში, სადაც ბოინგ 737 ჩამოვარდა.