რუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთთან – შეშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, შეიარაღებული ფორმიანები სატვირთო მანქანებით იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ სათვალთვალო კოშკურა ააგეს.
ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ოკუპანტების მობილიზების მიზეზებზე, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

როგორც გორის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, ოკუპანტებს მავთულხლართებით შემოსაზღვრული ტერიტორია არ გადმოუკეთავთ. მისთვისაც უცნობია, რა სამუშაოებს აწარმოებენ ფორმიანები.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019