სააკაშვილი: “ხაზარაძის ადგილზე, (დაჭერას თუ გადაურჩა), წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და ივანიშვილის მხარდაჭერას”

სააკაშვილი: "ხაზარაძის ადგილზე, (დაჭერას თუ გადაურჩა), წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და ივანიშვილის მხარდაჭერას"“ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა”- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი თავის “ფეისბუქ-პოსტში.”

“ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური ….მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სინდისიც კარგი საქონელია. მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას.”- წერს სააკაშვილი.