საჰაერო პანიკა გრძელდება – ბაჰრეინი-მოსკოვის რეისი ბაქოს აეროპორტში საგანგებოდ დაჯდა

საჰაერო პანიკა გრძელდება - ბაჰრეინი-მოსკოვის რეისი ბაქოს აეროპორტში საგანგებოდ დაჯდაუკვე მეორე დღეა, მსოფლიოს სამგზავრო ავიაციაში სერიოზული პრობლემები იჩენს თავს.

გუშინ ეთიოპიაში ბოინგ 737-ის ჩამოვარდნას 159 მგზავრის და ეკიპაჟის 8 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის გამო დღეიდან ჩინეთმა “ბოინგ 737 მაქს-8”-ის ყველა ავიარეისი გააუქმა.

გუშინ კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე გუშინ ნამდვილად გაუმართლათ სტამბული-ნიუ იორკის მგზავრებს – რეისი ნიუ -იორკთან ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, რის გამოც 30 მგზავრი დაშავდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი „ურალ ეირლაინზის“ თვითმფრინავი, რომელიც ბაჰრეინიდან მოსკოვის მიმართულებით რეისს ახორციელებდა, ბაქოს აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

როგორც რუსული მედია იუწყება, საგანგებო დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გახდა.

„ეკიპაჟმა ინფორმაცია მიიღო თვითმფრინავის ბორტზე უცხო საგნის შესაძლო არსებობის შესახებ. ეკიპაჟმა უახლოეს აეროპორტში, ბაქოს აეროპორტში დაშვება მოითხოვა თვითმფრინავის დამატებითი შემოწმებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.