საქართველომ შვეიცარიასთან ჩაკვეტაძის გარეშე თბილისში უშანსოდ წააგო

საქართველომ შვეიცარიასთან ჩაკვეტაძის გარეშე თბილისში უშანსოდ წააგოსაქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისშივე სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ რიკარდო როდრიგესის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ, თამაში შვეიცარიელების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, 44-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო მაღალ ტემპში დაიწყეს და უკვე 57-ე წუთზე ანგარიში სტივენ ცუბერმა გახსნა.

72-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ვაკო გვილიას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს მცირედით აცდა, 79-ე წუთზე კი, სტუმართა უპირატესობა ორამდე დენის ზაქარიამ გაზარდა.

ამ მატჩში საქართველოს მისი უპირობო ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე აკლდა, რამაც მასპინძელთა მარცხი დიდწილად განაპირობა.

შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ირლანდიის წინააღმდეგ 26 მარტს გამართავს.