სერგო მეთოფიშვილი: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის გიგაურის ფანტაზიები და მისი ჭორები“

სერგო მეთოფიშვილი: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის გიგაურის ფანტაზიები და მისი ჭორები“მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუპირისპირდნენ, აღნიშნულის მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში გახდა.

47 გვერდიანი ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებებს, სასამართლო სისტემის კრიტიკას და გახმაურებულ საქმეებს ეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლებს.

მოსამართლეების განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების ქვეშ მოექცა, რამაც ვაშინგტონი აიძულა, ყალბი ფაქტები მათ ანგარიშში აესახათ.

„ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებს და სხვა პოლიტიზირებული NGO-ების, მე მათ პოლიტიზირებულ NGO-ებს ვეძახი. გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს. ეს არის ფანტაზიები მისი და მისი ჭორები. მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი. ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან პოლიტიზირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის ჭორების შეგროვება, ეს არის Fake ანგარიშები, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვებიან,“ – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ნიუპოსტი