შაკირამ მადრიდის სასამართლოზე იმღერა

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, რომელსაც პლაგიატის ბრალდებით სასამართლოში უჩივლეს, ბრალდება უარყო და სასამართლო პროცესზე იმღერა. ინფორმაციას Europa press-ი ავრცელებს.

პოპ ვარსკვლავს, კუბელი ლივან კასტელიანო ვალდესი მელოდიის მითვისებაში ადანაშაულებს. მომჩივანის მტკიცებით კოლუმბიელმა მომღერალმა, მისი მიერ, 22 წლის წინ დაწერილი სიმღერის ეპიზოდი მოიპარა.

შაკირამ, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდება უარყო. როგორც მომღერალი ამბობს, მის სიმღერა “ველოსიპედს” ვალდესის შექმნილ ნაწარმოებთან არავითარი საერთო არ აქვს. მეტი დამაჯერებლობისთვის შაკირამ მელოდიაც წაიმღერა, რითიც ორი სიმღერის შორის განსხვავების წარმოჩენა სცადა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019