შტორმი ზღვაში – ნორვეგიული “ვიკინგ სქაიდან” 1.300 მგზავრი გამოიყვანეს – ვიდეო

შტორმი ზღვაში - ნორვეგიული "ვიკინგ სქაიდან" 1.300 მგზავრი გამოიყვანეს - ვიდეონორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ძლიერ შტორმის დროს საკრუიზო ლაინერ ვიკინგ სქაის ძრავს პრობლემა შეექმნა. ბორტზე 1300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია ავიაციის დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ყველა მგზავრი უკვე სანაპიროზეა გადაყვანილი, ოპერაციის დროს 8 მათგანი დაშავდა. განგაშის სიგნალის გაშვების შემდეგ ავარიის ადგილას, სადაც ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, 5 ვერტმფრენი და რამდენიმე სამაშველო ხომალდი გაგზავნეს.

დღეს დილით საკრუიზო ლაინერზე ერთ-ერთი ძრავის მუშაობის აღდგენა შეძლეს და ახლა გემი უახლოეს პორტამდე მისვლას ცდილობს.

რუსთავი 2