შვეიცარიაში 2 ქართველი დააკავეს

შვეიცარიაში 2 ქართველი დააკავესშვეიცარიაში, ქალაქ პიან სან ჯაკომოში ორი ქართველი სახლების გაძარცვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შვეიცარიული მედია იუწყება, ერთ-ერთი აგარაკის მეპატრონემ სახლში ორი პირი აღმოაჩინა, რომლებსაც ეძინათ, თუმცა, მათ გაქცევა მოახერხეს. მოგვიანებით, ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

როგორც პოლიცია იუწყება, დაკავებული არიან 19 და 26 წლის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნულ ქალაქში არაერთი სახლი გაქურდეს.

მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

იპნ