თბილისში ხანძრის ქრობისას დიდი ფული იპოვეს

თბილისში ხანძრის ქრობისას დიდი ფული იპოვესთბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

უწყების ცნობით, აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, ინანიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იპნ