თინა ხიდაშელმა ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას აბსურდული უწოდა – “ეს ჯერ მედიის შეცდომა მეგონა”

თინა ხიდაშელმა ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას აბსურდული უწოდა - "ეს ჯერ მედიის შეცდომა მეგონა"უკიდურესად მძიმე იქნება გამოხმაურება, შეფასებები, განწყობა და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, თუკი ასეთ აბსურდულ კანონს მივიღებთ, – ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმადეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ მართმადიდებელი სასულიერო პირები ისარგებლებენ.

,,ვნახე სესიაშვილის ინიციატივა და ირაკლის ვკითხე, შეცდომა ხომ არ არის, მედია რამეს ხომ არ იგონებს-მეთქი?! მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა და დამარწმუნა, რომ მედია არაფერს იგონებდა და ნამდვილად არსებობს ასეთი კანონპროექტი. . მას აქვს თავის არგუმენტები და აპოკალიფსის განცდა, რომ ჯარში არასდროს არავინ წავა, თუ ასეთი შემაკავებელი ნორმა არ გაჩნდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა, რასთანაც საქმე გვაქვს, არის ორი: პირველი ის, რომ ხელისუფლება ვერ უშვებს ხელიდან ამ რეპრესიულ მანქანას, ვერ ეშვება, ვერ ანებებს თავს იძულების გამოყენებას ახალგაზრდების ჯარში წაყვანისას და იმის მაგივრად, რომ მთავარ პრობლემაზე, მის საწყისზე და მისი გადაწყვეტის გზებზე იფიქროს, გამოვლინებებზე და შედეგებზე რეაგირებას ცდილობს.

ეს ნიშნავს პირველ რიგში უსისტემობას, ხედვის არარსებობას, პრობლემის გაუთვითცნობიერებლობას ხელისუფლების მხრიდან და ეს ძალიან სამწუხაროა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ამის თავი არის ის რეპრესიული იძულების მანქანა, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებაში მუშაობს და ყველაფერი დანარჩენი რაც ხდება, არის გამოვლინება და შედეგები, რომელთანაც ბრძოლაც აბსურდულია. და მეორე – ამ კანონს თუ მიიღებენ პარლამენტში, ეს იქნება ბრძოლა იმ პატარა შერჩენილ დემოკრატიულ პრინციპებთან, რომელიც ჯერ კიდევ კანონის დონეზე მაინც შენარჩუნებულია თანასწორობის უზრუნველსაყოფად. საქართველში არასდროს ქაღალდზე დაწერილად მაინც, არავის უკადრებია, არავის გაუბედავს ასეთი ტიპის სეპარაცია რელიგიური მრწამსის მიხედვით“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იპნ