თურქეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდათურქეთის დასავლეთ ნაწილში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

ბიძგები ადგილობრივი დროით 06:34 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 16 კილომეტრში იყო სამხრეთით ქალაქ აჯიპაიდან და 32 კილომეტრში დასავლეთით ქალაქ თეფენიდან. მიწისძვრის კერა 27 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.