“წულუკიანი ზოგადად არის ბოღმისა და ღვარძლის კვინტესენცია” – ბოკუჩავა

"წულუკიანი ზოგადად არის ბოღმისა და ღვარძლის კვინტესენცია" - ბოკუჩავა“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ “თეა წულუკიანი არის ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენცია, ეს არის მისი პირადი ტრაგედია”.

მისივე თქმით, წულუკიანმა პარლამენტი „ღვარძლის ნთხევის ადგილად“ აქცია.

„როგორც იტყუება ჰააგაზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე და ბევრ სხვა საქმეზე, ისე მოიტყუა დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან იმ საუბრის შინაარსზე რაც ჩვენ გვქონდა. მან მე მითხრა, რომ ის აღიარებდა, რომ ჩემს მიმართ გააკეთა არასწორი განცხადება და მთხოვა ამ აღიარების შემთხვევაში მე დამეცვა ის, როგორც ქალი პოლიტიკოსი თუ მის მიმართ გაკეთდებოდა როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ გენდერულად შეურაცხმყოფელი განცხადებები. მე ახლაც ვაცხადებ, რომ თეა წულუკიანს, როგორც ქალს შეურაცხყოფას თუ ვინმე მიაყენებს, მე მზად ვარ, ის დავიცვა, თუმცა მე მას ვერ დავიცავ როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო განიხილავს მის თანამონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძურ და დანაშაულებრივ საქმეებში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.