ვან დეიკი: ”მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ვან დეიკი: ”მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”ლივერპულის მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ მოჰამედ სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია და სალაჰზე წინ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დგას. ვან დეიკის აზრით ლივერპულის წარმატება დიდწილად სწორედ სალაჰის დამსახურებაა, რადგან ის მუდმივად კარგ ფორმაშია:

”სალაჰთან ერთად თამაში დიდი პატივია და მიხარია რომ ის ჩემი თანაგუნდელია. სალაჰმა ბოლო წლებში ბევრი რამ დაამტკიცა და არ მესმის, როდესაც მას აკრიტიკებენ. ლივერპულის ყველა გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ის ჩვენთან არის”–განაცხადა ვან დეიკმა.