ვლადიმერ ვაისი: ”შვეიცარიასთან ბევრი რამ გამოჩნდება”

ვლადიმერ ვაისი: ”შვეიცარიასთან ბევრი რამ გამოჩნდება”საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა შვეიცარიასთან თამაშის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მზად არის, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა შესაძლოა სერიოზული პრობლემა გახდეს:

”შვეიცარიასთან მატჩი ძალინ მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, თუმცა ჩაკვეტაძე არ გვეყოლება, რაც ძალიან დასანანია. შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს და მე ძალიან მაინტერესებს თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენ მატ წინააღმდეგ თამაშს. ეს შეხვედრა ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს”–განაცხადა ვაისმა.