ჟანა გელაშვილი – “გამოგვამწყვდიეს ოთახში, აგრესიულები არიან” – საქართველოს მოქალაქეები კვიპროსში არ შეუშვეს

ჟანა გელაშვილი - "გამოგვამწყვდიეს ოთახში, აგრესიულები არიან" - საქართველოს მოქალაქეები კვიპროსში არ შეუშვესკვიპროსზე, ქალაქ ლარნაკაში მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეებს შეშვებაზე კვლავ უარი უთხრეს.

რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი ქალი ლარნაკას აეროპორტის სპეციალურ ოთახში გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ საზღვარზე დაკავების მიზეზი უცნობია, რადგან მათი თქმით, ყველა საბუთი წესრიგში ქონდათ.

„თუ რამე გამაჩნდა ყველაფერი ჩამომართვეს საბუთები. რომ შემიყვანეს დაკითხვაზე, იქ ათასნაირი კითხვები დამაყარეს. ავუხსენი რატომაც მივდივარ, თანხა რამდენი გაქვს, ამოვიღე, დამათვლევინეს, გამოგვამწყვდიეს ოთახში, აგრესიულები არიან. საკონსულოში არ აქტიურობენ ყურადღებით,“-აცხადებს “კურიერთან” საუბრისას ერთ-ერთი მგზავრი, ჟანა გელაშვილი.

საქართველოს მოქალაქეები თბილისში სავარაუდოდ, ხვალ დაბრუნდებიან.