ზუგდიდში რესტორან ”სამეფოდან” 32.000 ლარი მოიპარეს

ზუგდიდში რესტორან ”სამეფოდან” 32.000 ლარი მოიპარესზუგდიდში რესტორანი “სამეფო” გაქურდეს.

რესტორნის თანამშრომლების თქმით, წაღებულია სეიფში შენახული 32 000 ლარი.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეაღწიეს დამნაშავეებმა რესტორანში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნიუპოსტი