„არა ბიძინას სასამართლოს!“ – აქცია უზენაეს სასამართლოსთან

„არა ბიძინას სასამართლოს!“ - აქცია უზენაეს სასამართლოსთანამ წუთებში უზენაეს სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას ეხება.

„კლანი უნდა წავიდეს!“ „არა ბიძინას სასამართლოს!“ “სასამართლო კლანის გარეშე” „ირაკლი, შენთან სელფი მინდა“, „კლანონპროექტი“ – ასეთი ტრანსფარანტები უჭირავთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპირებენ, რომ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყონ.