აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე გადააყენეს

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე გადააყენესაჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამის მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი – ერთი.

კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.

2017 წლის აგვისტოში მას აჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბოლქვაძემ პროკურატურაში უჩივლა.

“ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა უპირისპირდება აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობას”