ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსს გამოეთიშა

ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსს გამოეთიშანიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოში მიმდინარე მასტერსის გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა. ბასილაშვილმა უნგრელ ფუჩოვიჩთან წააგო სამ სეტში, ანგარიშით 5:7, 6:3, 1:6. აღსანიშნავია, რომ ფუჩოვიჩი ნიკასთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა და ქართველი ჩოგბურთელი მასთან უკვე ოთხჯერ დამარცხდა.

რაც მონტე-კარლოს მასტერსს, ეს ტურნირი თიხაზე ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მასტერსის ტურნირებში. ყველაზე მეტი გამარჯვება რაფაელ ნადალს აქვს მოპოვებული, რომელმაც ტრიუმფი 11ჯერ იზეიმა.