„დაიცავი საქართველოს“ შეკრება „კანონიერმა ქურდებმა“ დააფინანსეს

„დაიცავი საქართველოს“ შეკრება „კანონიერმა ქურდებმა“ დააფინანსესგაზეთ „ქრონიკა+“-ის მთვარი რედაქტორის, ელისო კილაძის ცნობით, ფილარმონიაში 13 აპრილს გამართული „დაიცავი საქართველოს“ შეკრება „კანონიერმა ქურდებმა“ დააფინანსეს. ამის შესახებ ჟურნალისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
„ჩემი წყაროს ინფორმაციით, „დაიცავი საქართველოს“ შეკრება კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დააფინანსეს. ფული სწორედ გულო ზედაშიძემ გადაიხადა!
ზედაშიძე ეკა ბესელიას შვილის ნათლიაა,ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან ერთად!
ასეთი დროც იყო საქართველოში,მოსამართლეები და კრიმინალები ერთად ნათლავდნენ ბავშვებს! თქვენ კიდე,მურუსიძეს მისტირით ! ქურდული ქვეყანა გინდათ დააბრუნოთ?!
ნურას უკაცრავად!“
ამასთან, ელისო კილაძე ეკა ბესელიას და გულო ზედაშიძის ფოტოსაც აქვეყნებს.გარდა ამისა, ჟურნალისტი წერს:
„90-იან წლებში ადამიანის გამტაცებელთა ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა დასავლეთ საქართველოში და ამ ჯგუფის ბოსი გულო ზედაშიძე იყო (ის, ფილარმონიაში რომ პოზირებდა ბესელიასთან ერთად).1995 წელს, ისე გათავხედდნენ, ბანკის დირექტორი კარდუ კუხიანიძე გაიტაცეს, მას ერთი თვე წყალტუბოს რაიონის სოფ.რიონში მალავდნენ !
ორგანიზებული ჯგუფის წევრები,მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ ზაზა ამბროლაძეც დააკავეს, ჯგუფის ორგანიზატორი გულო ზედაშიძე კი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.რეალურად კი „ქურდულმა ობშიაკმა“ დიდი ფული გადაიხადა სასამართლოში – ზედაშიძის თავისუფლება იყიდა და საქმე მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოაგვარა !
აი,ამიტომ სჭირდება ბესელიას გავლენა სასამართლოზე და მართლმსაჯულება საერთოდ არ აღელვებს!“
ამასთნ, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო გაავრცელა, რომელზეც, როგორც ჟრნალისტი ამბობს, დავით მაღრაძე და „კანონიერიქურდები“ არიან აღბეჭდილნი.

„დაიცავი საქართველოს“ შეკრება „კანონიერმა ქურდებმა“ დააფინანსეს