დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიხურა

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიხურაგურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება და დასწრების უფლება მხოლოდ ოფიციალურ მხარეებს აქვთ.

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.

„მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რის სამართლებრივი მიზეზიც არ არსებობდა. დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხება. შემდეგში კი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება,“ – ამბობს კონდახიშვილი.

დავით კირკიტაძის საქმეზე 60-მდე მოწმეს გამოკითხავენ.