ეკა ბესელია – აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს

ეკა ბესელია - აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხსვაგროვებ ყველა დარღვევის ფაქტს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვს ადგილი – აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძემ “არ იცის ურთიერთობა, არ იცის, როგორ მოიქცეს და როგორ დაიცვას რეგლამენტი“.

“ეს პროცესი თავისთავად იქნება მისთვის ფაქტობრივად დამასრულებელი, თორემ შინაარსობრივად ირაკლი კობახიძე გინდ ყოფილა, გინდ არა – ერთი კომიკური ფიგურაა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.