ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა

ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვასაქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, უმრავლესობიდან წასულმა ეკა ბესლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე იუსტიციის საბჭოს ინტერესების დამცველ ორგანოდ გადაიქცა:

“სამწუხაროდ იურდიული კომიტეტი უკვე არის იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარი და ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. არანაირი მნიშნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწევევს საზოგადოებაში. კომიტეტზე შეუძლებელია შინაარსობრივი საუბარი. მე პირადად დღეს პროტეტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ დავტოვე სხდომა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მწვავე დისკუსიას ამ საკითხზე პლენარული სხდომაზე, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურდიული კომიტეტი ასე დემონსტარაციულად არღვევს პროცედურებს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნებოდა, არ მოხდებოდა განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ფასად ხდება კობახიძის იმ კანონპროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილია, რეალურად ეს დაწერიალია იმ ჯგუფის, ვინც ათკაციანი სია შეადგინა და ლობირებდა”, -განაცხადა ბესელიამ.