ერნესტო ვალვერდე: ”მესი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა”

ერნესტო ვალვერდე: ”მესი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერის დამარცხების შემდეგ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ არგენტინელი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მისი იმედი გუნდს მუდამ აქვს. ვალვერდემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბარსელონას მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა:

”მანჩესტერმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი 10 წუთი ჩვენთვის უსიამოვნო იყო. ამის შემდეგ მესიმ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. როდესაც ასეთი ფეხბურთელი შენს გუნდში თამაშობს, ყოველთვის შესაძლებელია წარმატებას მიაღწიო”.