გიო ხუციშვილი ცოლს და დას ერთ ღამეს ერთდროულად დაესიზმრა

გიო ხუციშვილი ცოლს და დას ერთ ღამეს ერთდროულად დაესიზმრამაია ჯორჯაძემ „ფეისბუქზე“ გიო ხუციშვილის ფოტო დადო – ჩემი ბიჭიო.  შარშან აღდგომის პერიოდში იერუსალიმში იყვნენ. 11 ივნისს გიოს წლისთავია… „პრაიმტაიმთან“ მაია სააღდგომო რიტუალზე ჰყვება.

მაია ჯორჯაძე: – ახლა ძალიან მძიმედ ვარ. მე და გიოს ჩვენი რიტუალი გვქონდა. ღამით ჭავჭავაძეზე, ეკლესიაში გადავიდოდით. ძალიან უყვარდა პასკა, სადაც დაინახავდა, ვუკვეთავდით. მოჰქონდა და მოჰქონდა. სტუმრად სადაც მიდიოდა, ყველგან პასკას გაიყოლებდა.

– არ დაგსიზმრებია?

– მე და გიოს დას ერთ ღამეს დაგვესიზმრა – აქ ვარ, თქვენთან და რა ამბავი ატეხეთო. უცხოები მწერენ, მეუბნებიან, რომ ესიზმრებათ. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ აქ არის. იცით, კიდევ როგორი დამთხევევებია – ვიღაც დამირეკავს და მეტყვის, დამესიზმრა და მაგალითად, ქათამი და ბაჟე ითხოვაო ან ნამცხვარი ითხოვაო და მართლაც იმ დღეს ის საჭმელი მაქვს სახლში. ვხვდები, რომ მართლა ჩვენთან ერთადაა.

– ზუკა და ნოდარიკო გიოს სიმღერებს აცოცხლებენ, რა შეგრძნებაა შენთვის?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა გიოს სიმღერებს რომ მღეროდნენ, ახლა უკვე მსიამოვნებს.

– შვილიშვილს გიოს დაარქმევთ?

– აუცილებლად, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს. გიოსაც ეს უნდოდა. ამბობდა, პატარა გიო გაჩნდებაო.

პრაიმ ტაიმი