გიორგი გახარია – “ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“

გიორგი გახარია -  “ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პანკისში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად შეისწავლიან.

„ესკალაცია ფაქტობრივად, გამოიწვია შემდეგმა რამემ: დილით პანკისის ხეობაში გამოჩნდა სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანების სპეციალურმა ჯგუფმა დაუშინა ქვები. ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა მიზანს ემსახურებოდა მათი ასეთი საქციელი, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ასეთი ესკალაცია რატომ, რა მიზნით და ვის ინტერესებში მოხდა, რასაც დეტალურად გამოვიძიებთ. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეულ ადამიანსა და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი იურისდიქცია. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“.