გიორგი გახარია – გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში

გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველო გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წლის სამოქმედო გეგმისა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებს შორის არის: სიჩქარის გადაჭარბება, საპირისპირო მოძრაობაზე გადასვლა, საგზაო ნიშნების არ დამორჩილება და სიმთვრალე.

„ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, ერთ მილიონ მოსახლეზე, საქართველო გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის კონკრეტული მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე. ეს გახლავთ: სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გადასვლა, საგზაო ნიშნების არდამორჩილება და რა თქმა უნდა, სიმთვრალე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოების თითოეული წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე. ვერც ერთი უწყება, ვერც შსს, ვერც გზების დეპარტამენტი, ვერც მერია, ვერც ჯანდაცვა – ვერავინ მოაგვარებს ამ პრობლემას მარტო, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.