გიორგი ჭანტურია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს

გიორგი ჭანტურია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებსსაქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია სავარაუდოდ კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. ჭანტურია ამჟამად უგუნდოდ არის და მის მიმართ ინტერესს სან ხოსე იჩენს, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჭანტურია რამდენიმე დღეში კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად სან ხოსეს ფეხბურთელი გახდება. გიორგი ჭანტურია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ ტრავმებმა მას საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ხელი შეუშალეს.