“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“

“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“გადაცემა “საქმის კურსში“ კომპანია “ქართული რძის პროდუქტების“ წარმომადგენელის გიორგი ბალესიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლის მხრიდან ნედლ რძეზე არ გაჩნდა მოთხოვნა, გლეხები, შინამეურნეობები ისევ გააგრძელებენ ყველის წარმოებას არაჰიგიენურ პირობებში.

ბასილაშვილი განამარტავს, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ რძის და რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლების საკანონმდებლო ინიციატივაზე იმ მიზეზით მხარის არდაჭერა, რომ ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს და ასევე, არ აიაფებს პროდუქტს მომხმარებლისთვის, არასწორია.

“ამ კანონის მიზანი იყო არა ის, რომ მომხმარებელს რძის ნაწარმი უფრო იაფად შეეძინა, არამედ ის, რომ გლეხებს მეტი სარგებელი მიეღოთ. ბუნებრივია, ნედლი რძისგან წარმოებულ პროდუქტს სჭირდება დღგ-ისგან გათავისუფელბა. ამით უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდებოდა აღნიშულ პროდუქტზე და შინამეურნეობას აღარ ექნებოდათ მოტივაცია, ყველი ეწარმოებინათ. უნდა შეიზღუდოს შინამეურნეობის მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია. ხოლო შინამეურნეობას კი, აუცილებელია ალტერნატიური შემოსავალი შესთავაზო. თუ აუკრძალავ – ყველი არ აწარმოო, მაშინ ნედლ რძეზე უნდა გაჩნდეს მოთხოვნა; თუ გლეხს არ გაუჩნდა ინტერესი, რომ მწარმოებელს ნედლი რძე ჩააბაროს, ბუნებრივია, ის ისევ გააგრძელებს ყველის წარმოებას არაჰიგიენურ პირობებში”, – აცხადებს ბალესიაშვილი.

მისივე თქმით, თავის მხრივ, გადამამუშავებელ საწარმოს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ ნედლი რძე ფერმერისგან ჩაიბაროს, სხვა შემთხვევაში მას აქვს არჩევანი, რომ რძის ფხვნილის იმპორტი განახორციელოს.

“თუ ფერმერები გათავისუფლდობდნენ დღგ-ისგან, ავტომატურად გაიზდებოდა ნედლი რძის ფასი; მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრმა ფერმერმა დაიწყო გაფართოებაზე ფიქრი და ელოდნენ ამ ინიციტიავას, თუმცა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. იმედი მაქვს, კიდევ განიხილავენ აღნიშნულ კანონპროექტს და ის ძალაში შევა“, – განმარტავს ბალესიაშვილი.
შეგახსენებთ, არსებული რეგულაციით დღგ-იგან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი, ერთიან საგადასახდო რეჟიმში უნდა მოქცეულიყო რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ბიუჯეტს დაახლოებით 35 მილიონი ლარი დააკლდებოდა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, “ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს, ასევე არ აიაფებს პროდუქტს მომხმარებლისთვის.”

ამ მოტივით, კომიტეტმა მთავრობის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
ბმ.გე