,,იმ დღეს, როცა თავი მოიკლა, სკოლაში გავუარე და ფული მივეცი” – რას ყვება 15 წლის შაკო ნაჭყებიას მამა

,,იმ დღეს, როცა თავი მოიკლა, სკოლაში გავუარე და ფული მივეცი" - რას ყვება 15 წლის შაკო ნაჭყებიას მამამარტვილში გარდაცვლილი 15 წლის შალვა ნაჭყებიას მამის, გელა ნაჭყებიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს მარტო ზრდიდა, მათ არაფერი აკლდათ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ოჯახს სოციალური დახმარება 2016 წლიდან ეძლევა, თავადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

,,იმ დღეს, როცა თავი მოიკლა, სკოლაში გავუარე და ფული მივეცი. მაღაზიაში პური უყიდია და შემდეგ სახლში წასულა. ჩემმა მეორე შვილმა მითხრა, რომ შაკოს თავი მოუკლავს, მან ნახა პირველმა. ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ, ისიც პატარა ბავშვია. მატირეთ ჩემი შვილი, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, მე შვილები არ მომიშიებია არასდროს, ან როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანი შიმშილის გამო იკლავდეს თავს,”- განაცხადა ქრონიკასთან საუბრისას გელა ნაჭყებიამ.

მისივე თქმით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ამასთან, მას არავინ ჩაგრავდა.

,,როცა რაღაც უნდოდა ყველაფერს მეუბნებოდა, კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, ვერ ვხვდები, რა შეიძლება ყოფილიყო სუიციდის მიზეზი“- განაცხადა ბავშვის მამამ.

მანამდე შოთიკო ნაჭყებიას ოჯახმა და ახლობლებმა ტელეკომპანია რუსთავი2 სიცრუეში დაადანაშაულეს ეთერში გასული სიუჟეტის ანონსისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არასრულწლოვანმა თავი შიმშილის გამო მოიკლა.

„რუსთავი 2“-ის ჯგუფი, რომელიც ჭირისუფალთან დღესაც ჩავიდა, სახლში არ შეუშვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ტელეარხმა ანონსი შეცვალა.

იმედინიუსი