ირაკლი ოქრუაშვილი – ”ჯანდარის ტბაზე ვისხედით და მეშვიდე ჭიქაზე გაჭრა – სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!”

ირაკლი ოქრუაშვილი - ”ჯანდარის ტბაზე ვისხედით და მეშვიდე ჭიქაზე გაჭრა - სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!””სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!

გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.

ისევ მე უნდა გასწავლო რა ქნა.

2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე “გაგვიჭედა”. გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვა-მეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემს  საწყობებში დაიცლება-მეთქი.

არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.

მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი, ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500.000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარ-მეთქი.

გაჭრა.

არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა, თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით”, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.