იტალიაში 36 წლის თამარ დარჩია გარდაიცვალა – “6 თვე საქართველოსგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო შენმა გულმა”

იტალიაში 36 წლის თამარ დარჩია გარდაიცვალა - "6 თვე საქართველოსგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო შენმა გულმა"შოთო სიხარულიძემ ფეისბუქში დაწერა:

“გარდაიცვალა ემიგრანტი 36 წლის თამარ დარჩია იტალიაში….
მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება.
(ეს ფოტო ხომ შორენამ 16 აპრილს გადაგიღო) ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? 6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა… ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია….

ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია,
სამძიმარს გითვლით ქართველო ერო, საზღვრებს გარედან ემიგრაცია…”