იურგენ კლოპი: ”ბარსელონასთან მატჩებს მოუთმენლად ველი”

იურგენ კლოპი: ”ბარსელონასთან მატჩებს მოუთმენლად ველი”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბარსელონასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას არასოდეს უთამაშია ამ გუნდის წინააღმდეგ და მოუთმენლად ელის ამ შეხვედრებს. კლოპის აზრით, ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს და მაყურებელი შესანიშნავ მატჩებს იხილავს:

”ბარსელონას წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრებში არასოდეს მითამაშია და მოუთმენლად ველი, როდის დადგება თამაშის დღე. ბარსელონა ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ არავის გვეშინია და შევეცდებით, რომ წელს ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ”.