იურგენ კლოპი: ”ბარსელონასთან ფავორიტი არავინ არის”

იურგენ კლოპი: ”ბარსელონასთან ფავორიტი არავინ არის”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბარსელონასთან შეხვედრებზე ისაუბრა და თქვა რომ კატალონიურ გუნდთან არცერთი გუნდი არ არის ფავორიტი. კლოპის თქმით ის მოუთმენლად ელის ამ მატჩებს, რადგან მას ბარსელონას წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში არასოდეს უთამაშია:

”ბარსელონასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მინდა რომ მატჩის დღე მალე მოვიდეს. ჩვენ ფავორიტები არ ვართ და ბარსელონას წინააღმდეგ ვერავის უწოდებ ფავორიტს. ლივერპულისთვის ეს დიდი გამოცდა იქნება”. პირველი შეხვედრა ბარსელონა 1 მაისს ჩატარდება.