კახა საბანაძე პანკისში ჩავიდა – “ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თელავში დავილაპარაკოთ”

ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ შემთხვევაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა, – განაცხადა საბანაძემ.

სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ხელკეტებით არიან შეიარაღებული.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019