კილიან მბაპე: ”პატარა ბავშვებივით ვითამაშეთ”

კილიან მბაპე: ”პატარა ბავშვებივით ვითამაშეთ”პსჟ-მ სტუმრად ლილთან 1:5 წააგო და პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა მომავალი ტურისთვის გადადეს. პსჟ 36-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, თუმცა მბაპეს აზრით ეს არ არის გამართლება და მისი გუნდი ასეთი ანგარიშით არ უნდა დამარცხებულიყო:

”სამწუხაროა რომ ეს შეხვედრა ასეთი ანგარიშით დამთავრდა. საქმე წაგებაში არ არის, უბრალოდ ასეთი ანგარიში ყოვლად მიუღებელია. პატარა ბავშვებივით გამოვიყურებოდით და მომავალში ეს არ უნდა განმეორდეს”.

მბაპეს ასევე დაამატა, რომ მას სურს დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა.