კოკა კოლა კარფურის ქსელში ისევ გაიყიდება

კოკა კოლა კარფურის ქსელში ისევ გაიყიდება„კარფური“ „კოკა-კოლას“ გლობალური პარტნიორია, აქედან გამომდინარე, ბიზნესმა სწორი ფორმა მიიღო. ყველა მხარე ჩაერთო და ურთიერთსასარგებლო, მომგებიანი კონტრაქტი შედგა,“ – ამის შესახებ bm.ge-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

ჭყონიას თქმით, მოლაპარაკების შედეგად „კოკა-კოლა“ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელში გასაყიდად ცოტა ხნის წინ, აპრილში შევიდა.

„ჩვენ ვთვლით, რომ კარფური ერთ-ერთი წარმატებული ქსელია, დაინტერესება ჩვენც გვქონდა, თუმცა მთავარი მაინც ორ პარტნიორს შორის სწორი ბიზნეს ურთიერთობაა. ხელშეკრულება გაფორმებულია და შეფერხება არ გვაქვს,“ – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელს კარფურს კოკა კოლა 2019 წლის იანვრიდან აღარ მიეწოდებოდა. უალკოჰოლო სასმელების კომპანიის მხრიდან დისტრიბუციის შეჩერების მიზეზი ორ კომპანიას შორის კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდა.

კოკა კოლა, სხვა კლიენტების მსგავსად, კონსიგნაციით მუშაობს, ანუ ჯერ ყიდის და შემდეგ უხდის.

კარფურის წლიური შემოსავალი საქართველოში 400 მლნ ლარამდეა. ბრენდის ფრანჩაიზას მფლობელი „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიაა“.