კრიშტიანო რონალდუ: ”მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ”

კრიშტიანო რონალდუ: ”მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ”ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდუმ აიაქსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს მარცხი იუვენტუსის ბრალია, თუმცა ერთ ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.

რონალდუმ აიქსს მომავალში წარმატება უსურვა: ”ვფიქრობ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, რადგან აიაქსის ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს და ვალდებულები ვიყავით უკეთ გვეთამაშა. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. აიაქსს წარმატებას ვუსურვებ”.