ლიბერთი ბანკი ვარკეთილში ცრემლდენი გაზით დააყაჩაღეს – ვიდეო

ლიბერთი ბანკი ვარკეთილში ცრემლდენი გაზით დააყაჩაღეს - ვიდეოვარკეთილში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები და კლიენტები შეიარაღებული თავდამსხმელების ტყვეობაში აღმოჩდნენ. კადრებში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ჩანს რამდენად კარგად იყვნენ მომზადებული ყაჩაღები.

სამი შეირაღებული თავდამსხმელი „ლიბერთი ბანკში“ 11:03 წუთზე შეიჭრა. დამნაშავეების დაჯგუფებას ნიღბები და სპეცტანსაცმელი ეცვათ. მათ შენობაში შესვლისთანავე ცრემლსადენი კვამლი გაუშვეს, რამაც ხილვადობა გაართულა. ამის შემდეგ კი პენსიის ასაღებად მისულ მოქალაქეების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი დაადეს  და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„კურიერის“ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ შეირაღებული თავდამსხმელები ბანკის თანამშრომლებს და ოპერატორებს თანხას იარაღის მუქარით სძალავდნენ. პარალელურად კი, დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, სავარაუდოდ, ბანკის სალაროში შესვლა და თანხის გატანა მოასწრო.

შეირაღებული დაჯგუფების წევრებმა „ლიბერთი ბანკის“ შენობიდან თანხის გატანა 1 წუთსა და 7 წამში მოახერხეს. სროლისა და შეირაღებული თავდასხმის თვითმხილველები სუხიშვილის ქუჩის მოსახელობაც გახდა.

შეირაღებული დაჯგუფების წევრები, ადგილობრივების ვერსიით, სავარაუდოდ, წინასწარ იყვნენ მომზადებულები, ჰქონდათ ნიღბები და დიდი ზომის ჩანთები. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები ბანკში ფილიალის გაღებიდან რამდენმე წუთში შევიდნენ.

შეირაღებულ დაჯგუფების წევრებს ბანკში წინააღმდეგობა თანამშრომლებმა გაუწიეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თავდამსხმელებმა იარაღის კონდახით დაზიანება თავის არეში ორ ქალს მიაყენეს. ბანკის თანამშრომლები შემთხვევის ადგილიდან „ამტელ ჰოსპიტალში“ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველების მისვლამდე შეირაღებული დაჯგუფების წევრებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს. დაჯგუფების კვალზე სამართალდამცველები სავარაუდოდ ვერ გავიდნენ.

თავდამსხმელებმა ბანკიდან 3 ათასი ლარის წაღება მოახერხეს. „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ბანკზე განხორციელებული შეირაღებულ თავდასხმის საქმეს შინაგან საქმეთა სამინიტრო ყაჩაღობის მუხლით იძიებს. უცნობია, მოახდინა თუ არა საგამოძიებო უწყებამ დამნაშავეების იდენტიფიცირება.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/1766266633476530/