მამუკა გამყრელიძე – „რა ძმობა ? ვისა და ვის შორის ? ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან“

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელსი წერს:

„ტელევიზიით ვუყურებ გახარიას შეხვედრას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა: “ჩვენი ძმობა” “ჩვენი მეგობრობა”.
ეს არის უზარმაზარი შეცდომა, როცა შსს მინისტრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობას. რა ძმობა ? ვისა და ვის შორის ? ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისეთივე ქართველები, როგორიც თავად გახარიაა (ცხადია თუ გახარია ქართველად მოისაზრებს თავს). რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად დაიბადა და ვინ ვისი შვილია ? ეს ხალხი ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობს სხვებთან ერთად.
აი ასე, ნელ ნელა, საძირკველიდან თითო აგურის გამოცლით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს!“

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019