მარტვილში 15 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

მარტვილში 15 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვესმარტვილში 15 წლის ბიჭი, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა სუიციდის მიზეზი.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ოჯახი სოციალურად დაუცველია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოზარდის ფოტოს ფეისბუქში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს.

ნიუპოსტი