მერაბ კვირიკაშვილი – ”მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი” – მორაგბემ ტრაგედიის მომენტი გაიხსენა

მერაბ კვირიკაშვილი - ”მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი” - მორაგბემ ტრაგედიის მომენტი გაიხსენაქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა.

პროცესზე მერაბ კვირიკაშვილმა ბრალდების და დაცვის მხარეების კითხვებს უპასუხა.

კვირიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დღე გაიხსენა. მისი თქმით, ქუთაისის შემოვლით გზაზე დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც უნდა ჩაევლო მათთვის, ასევე დაინახა ღია ფერის ავტომობილი, აცილების მიზნით მოახდინა მანევრირება, როდესაც მოხდა შეჯახება.

მორაგბის თქმით, მისი ავტომობილი გზის შუა ნაწილში 93 კმ საათის სიჩქარით მოძრაობდა.

„რომ დავინახე ავტომობილი, ინსტინქტურად დავიწყე მოძრაობა რათა ამეცილებინა. არ შემიძლია ამის ახსნა და გადმოცემა როგორ მოხდა. მანევრირების შემდეგ ვცადე დაბრუნება ჩემს ზოლში, მაგრამ მანქანამ მოცურება დაიწყო და ვეღარ დავიმორჩილე. დავინახე, მანქანას ვეჯახებოდი, მივხვდი, რაც ხდებოდა. იქამდე არაფერი დამინახავს“, – განაცხადა მერაბ კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ურჩევნია ყველა კითხვაზე სასამართლო პროცესზე უპასუხოს.

პროკურორის კითხვაზე, განაცხადა თუ არა შემთხვევის მომენტში პოლიციელებთან ღია ფერის ავტომობილზე, კვირკაშკვილმა უპასუხა: „იმ დროს მეუღლეზე და მეგობრებზე ვზრუნავდი და არ მიფიქრია იმ ავტომობილის მძღოლის მოძებნაზე”.

მომდევნო პროცესი 14 მაისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

იპნ