მიწისძვრა ფილიპინებზე – ცათამბჯენის აუზიდან წყალი გადმოიქცა – ვიდეო

მიწისძვრა ფილიპინებზე - ცათამბჯენის აუზიდან წყალი გადმოიქცა - ვიდეოფილიპინების დედაქალაქში მიწისძვრის გამო ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ იღვრება ათობით სართულის სიმაღლიდან დიდი რაოდენობით წყლის მასა.

ფილიპინებზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 22 აპრილს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ სულ მცირე 3 ადამიანი იმსხვერპლა.

იმედინიუსი