მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მტკვარმა 27 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყამდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. 27 წლის ახალგაზრდას მაშველები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. მან სავარაუდოდ თავი მოიკლა, რადგან არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა თუ როგორ გადახტა ის მდინარეში.

სწორედ აღნიშნულმა თვითმხილველმა შეატყობინა შესაბამის უწყებას მომხდარის შესახებ.

ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი